საბერძნეთის პოლიციამ ხანძრის დროს მარადიორობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ ხანძრის დროს მარადიორობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ხანძრის დროს მარადიორობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავა. ათენთან დაკავებულები 22-დან 26-წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

ისინი იმ სახლებს ძარცვავდნენ, რომლებიდანაც ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ტყის ხანძრის შედეგად საბერძნეთში 80-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან 23 ბავშვია.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა რიცხვი ამ დრომდე უცნობია.

ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. სამაშველო ოპერაციებში მეხანძრეებთან ერთად ჩაერთნენ სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები.