საბერძნეთის ტყის ხანძარმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს 
საბერძნეთის ტყის ხანძარმა ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს 

საბერძნეთის ტყის ხანძარმა იმ მასშტაბს მიაღწია, რომ ის კოსმოიდანაც კი ჩანს. ამის ამსახველი ფოტო თანამგზავრ Sentinel 2-მა გადაიღო.

ხანძრის ძირითადი კერაა საკურორტო ქალაქ კინეტაში, ასევე რთული მდგომარეობა ქალაქ რაფინაში, პიკერმში, მატიში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 81 ადამიანია დაღუპული, 187 დაშავებულია, მათგან 23 ბავშვია. უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.