საბჭოთა ოკუპაციის დღეს განცხადებით ეხმაურება საქართველოში აშშ-ს საელჩო.
„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა.”- ნათქვამია განცხადებაში.