საბავშვო ევროვიზიის კონკურსის დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია მიმდინარეობს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
პრესკონფერენციას ესწრებიან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი – სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი – გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე.