საბავშვო ევროვიზიის კონკურსის დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია მიმდინარეობს

12:00, 17.11.2017

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

პრესკონფერენციას ესწრებიან 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი – სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი – თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი – გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები: ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე.

 

მსგავსი