საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა იწყება

21:59, 24.11.2023

საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დღეს 23:00 საათზე იწყება.

შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს vote.junioreurovision.tv – უყუროთ მოკლე ვიდეოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებზე და შემდეგ ხმის მიცემისთვის აირჩიოთ საქართველო და ორი ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ხმის მიცემა გაგრძელდება 26 ნოემბრის 19:00 საათამდე და შეწყდება სწორედ მაშინ, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. 26 ნოემბერს, თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ საქართველოსთვის ხმის მიცემას.

გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.

მსგავსი