საფრანგეთში დღეს საბავშვო ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება

საფრანგეთში დღეს საბავშვო ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება. ანასტასია და რანინა ნიცაში, სცენაზე მე-10 ნომრად გამოვლენ და სიმღერას over the sky შეასრულებენ. გენერალური რეპეტიცია, რომელსაც ჟიური აფასებდა, კონკურსანტებმა გუშინ გაიარეს, თუმცა ქულები ჯერჯერობით ანონიმურია. მაყურებელს ქართველი კონკურსანტებისთვის ხმის მიეცემა საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლია, შოუ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და ხმის მიცემაც სწორედ ამ დროს შეწყდება.

მარიკა შალიკაშვილი საფრანგეთიდან პირდაპირ ეთერში.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე დღეს იმღერებენ