საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთია

21:30, 26.11.2023

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთია. წლევანდელი შოუს მასპინძელმა ქვეყანამ მაყურებლისა და საერთაშორისო ჟიურისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. შოუ, რომელსაც პირველი არხის მაყურებელი თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქართველომ წელს საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვა. ანასტასია და „რანინა“ სცენაზე მე-10 ნომრად წარდგნენ და სიმღერა over the sky შეასრულეს.

მსგავსი