რამდენიმე საათი რჩება საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე.
ევროფესტივალის წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობა სწორედ დღეს გახდება ცნობილი.
მთავარი მუსიკალური საღამოსთვის 16 ქვეყნის კონკურსანტები ემზადებიან. ფინალური შოუზე სტუმრებს დღეს ზუსტად 18:30 საათზე ელოდებიან. საღამო კი 19 საათზე დაიწყება.
გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოვლენს.
როგორ მიმდინარეობს სამზადისი? – ოლიმპურ სასახლეში ლიზა ციციშვილი იმყოფება.