„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დღეს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საავტორო უფლებების სფეროში გამოწვევები იყო, კულტურის კომიტეტი კი უკვე ორი წელია, თემაზე მუშაობს და არაერთი კვლევაა ჩატარებული. რეფორმის მიზანი პროექტის დახვეწა და ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.