რეფორმაში, რომელიც სამი დღის წინ დაანონსდა, ცვლილება შევიდა.
საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელების მსგავსად მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაც 2019 წლიდან გაუქმდება. გადაწყვეტილება პრემიერმა განათლების მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ გამოაცხადა. პირველადი გეგმით კი, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასისთვის მომავალი წლიდან უნდა მოხსნილიყო, რაც მაშინვე პედაგოგების და მოსწავლეების დიდმა ნაწილმა უსამართლოდ მიიჩნია, კითხვები გაჩნდა მმართველი გუნდის წევრებს შორისაც.
საგამოცდო პოლიტიკის ცვლილებას ხელისუფლება სკოლების როლის გაძლიერებით ხსნის. თუმცა სფეროს სპეციალისტებისთვის მხოლოდ საგამოცდო სისტემის გადახედვა საკმარისი არ არის. ექსპერტებს ასევე აინტერესებთ, როგორ მოხდება სკოლის დამთავრების დროს მოსწავლის ცოდნის შეფასება.