დღეიდან საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი „პრეზიდენტ.ჯი“ იწყებს მუშაობას.
ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლებათ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და პოლიტიკურ ხედვებს გაეცნონ. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა 2018 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესთავაზა 19 ყველაზე აქტუალურ კითხვაზე ეპასუხათ, არსებული ინფორმაცია კი ინტერნეტში განთავსდება.
გვერდის პრეზენტაციაზე მიწვეული იყო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი, თუმცა შეხვედრას მხოლოდ დავით უსუფაშვილი დაესწრო.