პროექტის პრეზენტაცია

თბილისის ტექნოპარკში პროექტის, „Do IT in Georgia“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში მომუშავე IT-კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარი წარიმართა ციფრულ პლატფორმა doit.gov.ge-ზე, რომელიც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას. პლატფორმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ციფრულ პლატფორმაზე, სხვა რესურსებთან ერთად, განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზე, რომელიც 5,000 დამწყები IT-სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს.