საარჩევნო მარათონი თურქეთში

ორი დღე ისტორიულ არჩევნებამდე. თურქეთის მოქალაქეები ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის ასარჩევად ემზადებიან.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერი ლიდერი, ქემალ კილიჩდარ ოღლუა, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ერდოღანის მსგავსი შანსი აქვს. საარჩევნო უბნების გახსნამდე შიდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მწვავდება – საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნების ჩარევაზე იწყებენ საუბარს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ინფლაციის, ეკონომიკური პრობლემების და თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის უმძიმესი შედეგების ფონზე, ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგას. მისი კამპანია ძირითადად სამხედრო მრეწველობის და ინფრასტრუქტურის განვითარების და ძლიერი და დამოუკიდებელი თურქეთის დაპირებაზეა აგებული, ეკონომიკურ პრობლემების გადაჭრაა აქცენტირებული მისი მთავარი კონკურენტის პროგრამაში.