„ააშენე საქართველო“ - პროექტის პრეზენტაცია

„ააშენე საქართველო“ – ასე ჰქვია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალ 2-წლიან პროექტს, რომლის პრეზენტაციაც თბილისის საკრებულოში შედგა. პროექტის მიზანი, საქართველოში მიმდინარე პროცესებში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერებისა და ახალგაზრდების ჩართვა და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაა.

ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და „აირაის“ საქართველოს პროგრამების დირექტორი დაესწრნენ.