თბილისის სააპელაციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დედის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თამარ ზაალიშვილი „ტვ პირველს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ედავებოდა. თამარ ზაალიშვილმა მორალური კომპენსაციის სახით ჟურნალისტების – ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძისგან 5-5 ლარი მოითხოვა, ხოლო ტელეკომპანიისგან – 5 555 ლარი. ტელეკომპანია „ტვ პირველი“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ სიუჟეტი, რომლის შინაარსზეც ზაალიშვილი დავობდა, „ტვ პირველის“ ეთერში 2021 წლის ივლისში გავიდა.