ფარული ჩანაწერების საქმე

საგამოძიებო უწყებამ ტელეკომპანია „ტვ პირველს“ ოფიციალურად მიმართა და „ნოდარ მელაძის შაბათის“ეთერში გასულ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის გადაცემა მოსთხოვა, რომელზეც ფარული ჩანაწერებია ასახული. პროკურატურა ისევე ითხოვს იმ კონვერტის გადაცემას, რომლითაც გადაცემის წამყვანის განცხადებით, აღნიშნული მოწყობილობა მიაწოდეს. სასამართლოს დადგენილებაში,  რომელიც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პროკურატურის მხრიდან გაგზავნილ წერილს ერთვის, მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა მწვავე შეფასებები როგორც მედიის წარმომადგენლების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიცია აცხადებს, რომ პროკურატურა „ტვ პირველში“ შეჭრასა და ჩხრეკას გეგმავს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში.

მოამბე