პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო დღესასწაული გრძელდება. სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სოფელში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ბავშვების გართობაზე მათი საყვარელი, ზღაპრის გმირები ზრუნავენ. საახალწლო სოფლის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ფოტოები გადაიღონ თოვლის ბაბუასთან და სანტა კლაუსთან. ასევე საგანგებოდ დადგმულ ჯიხურებში საახალწლო ნივთები და ტკბილეული შეიძინონ. ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე 13 იანვრამდე გაგრძელდება.