თბილისში საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო. 13 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მისულ მოქალაქეებს საახალწლო ინსტალაციები და საშობაო ბაზრობა დახვდებათ. ორი კვირის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. გუშინ კი საახალწლო სოფელი ორბელიანზე საზეიმოდ გაიხსნა და კონცერტით დასრულდა. საახალწლო სოფლის გახსნას დედაქალაქის მერი ესწრებოდა.