თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. საახალწლო სოფლები „ორბელიანის მოედანზე“, „9 აპრილის ბაღში“, „დედაენის ბაღსა“ და მშრალი ხიდის ტერიტორიაზეა მოწყობილი. თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით უმასპინძლდება. იმართება კონცერტები, წარმოდგენები.
ათონელის ქუჩაზე ამ წუთებში ნუკრი კაპანაძის კონცერტი მიმდინარეობს. საღამოს შვიდ საათზე „დედაენის ბაღში“ „გუფილენდის“ კონცერტი გაიმართება. საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრის ჩართვით გაგრძელდება.