საახალწლო სამზადისი რეგიონებში

წინასაახალწლო განწყობა, გასართობი ღონისძიებები და მუსიკალური შოუები – რეგიონებში საახალწლო სოფლებია მოწყობილი. ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცენტრალურ მოედნებზე გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტი, რომელთა შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საშობაო სოფელში პატარების განწყობაზე ანიმატორები და სანტა-კლაუსი ზრუნავენ. ნაძვის ხის ანთების შემდეგ, სპეციალურად მოწყობილი სცენა რეგიონებში ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა და ახალგაზრდებმა დაიკავეს.