„ახალი წლის დღეები საქართველოში“

2024 წელს სადღესასწაულო პროგრამით შეხვდებიან რეგიონებში.

ღონისძიებები ხვალიდან დაიწყება და ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში საახალწლო სოფლები მოეწყობა, იმღერებენ თბილისიდან ჩასული და ადგილობრივი შემსრულებლები, დაგეგმილია საზეიმო მსვლელობები, სხვადასხვა გასართობი აქტივობა და გამოფენა-გაყიდვები, სადაც ქართველი მეწარმეები საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

საახალწლო სამზადისის შესახებ რეპორტაჟი რეგიონებიდან.