დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს „დედაენის ბაღსა“ და ორბელიანის მოედანზე ელოდებიან. საახალწლო სოფელი გაიხსნა. ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები. ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა კი პატარების განწყობაზე იზრუნებს. დღის მეორე ნახევრიდან კი სპეციალურად მოწყობილ სცენას მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლები დაიკავებენ.
თამუნა ნადარეიშვილი იმყოფება საშობაო სოფელში და პირდაპირ ეთერში სწორედ ის შემოგვიერთდება – რა ელოდებათ ადგილზე მოსულ მოქალაქეებს დღეს?