განსაკუთრებული სამზადისია საახალწლოდ ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, მხიარულ და მდიდარი სამზარეულოს მქონე იმერეთში.
იმერლებისთვის დამახასიათებელი გულუხვობა საახალწლო სუფრის გარდა, ნაძვის ხის გაპრანჭვაშიც იგრძნობა. სიმბოლური დატვირთვა აქვს სასმელს, რომლითაც იმერლები ახალი წლის შემობრძანებას ლოცავენ და ცდილობენ ეს სასმელი მათი ხელით იყოს დამზადებული.
ირმა ჭოლაძე გელათიდან, კენჭაძეების ოჯახის საახალწლო სამზადისის შესახებ მოგვიყვება.