სტიქია რეგიონებში - ინტერვიუ ზვიად შალამბერიძესთან

დასავლეთ საქართველო  ძლიერი ქარისგან მიყენებული სტიქიის შედეგებს ითვლის. სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში საერთო ჯამში 4000-ზე მეტი კერძო სახლის სახურავი ნაწილობრივ ან სრულად დაზიანდა. ასევე დაზიანებულია 380-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 200-მდე სახელმწიფო ობიექტი. სტიქიამ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში 67 საჯარო სკოლა დააზიანა. სამივე რეგიონში ზარალის ოდენობამ პირველადი მონაცემებით 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ზარალის ასანაზღაურებლად გარკვეული თანხა უკვე გამოიყო.

გასულ კვირაში სტიქიის შედეგად იმერეთში 1145 შენობა დაზიანდა. პირველადი მონაცემებით, რეგიონში ზარალი რვა მილიონ ლარს აჭარბებს. თუმცა, მისი ოდენობა შესაძლოა კვლავაც გაიზარდოს.

სტიქიის შედეგებზე, სალიკვიდაციო სამუშაოებსა და გასაცემ კომპენსაციებზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ უპასუხა.