რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საერთაშორისო ბაპტისტურ ეკლესიასთან ერთად თბილისის უსინათლოთა 202-ე საჯარო სკოლას საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაპტისტური ეკლესიის პასტორთან ერთად ბავშვებს სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კალენდრებიც გადასცა, სადაც თავმოყრილია ყველა რელიგიის ძირითადი დღესასწაულები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სხვადსხვა რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით სკოლას მესამე წელია ეხმარება. ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას ისინი მომავალ წელსაც გეგმავენ.