რამდენიმე საათია, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს თელავში. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ გლინტვეინი და საახალწლო ტკბილეული. მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცე, გაიმართა მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით. მსურველებს შეუძლიათ, ისარგებლონ თოვლის პაპას ფოსტით და გაგზავნონ ღია ბარათები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. საღამოს გალაკონცერტი დაასრულებს.