საქართველოს რეგიონების ნაწილში საახალწლო ნაძვის ხეები უკვე აინთო. ხვალიდან კი რეგიონებში წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუსიკალური საღამოები გაიმართება. ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.
როგორი იქნება ახალი წლის დღეები საქართველოში „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თათა სვანიძემ უპასუხა.