სადღესასწაულო განწყობაა დაბა სტეფანწმინდაში. ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. მოქალაქეების ამაღლებულ განწყობაზე ჯგუფი „რეგიონი“ იზრუნებს. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.