საახალწლო ღონისძიება იმართება ხულოში.
სამზადისი დილიდან აქტიურად დაიწყო. ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარედ საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო. იმართება სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები იმღერებენ. საღამოს მიწვეული მუსიკალური ჯგუფები „რეზო და ბავშვები“ და „ლურჯი იალქანი“ დაასრულებენ. საახალწლო ღონისძიება ტარდება მარტვილშიც. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო-გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მარტვილში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. იმართება კონცერტი, საახალწლო ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდება.