სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პატარებს „არმიჰოლში“ უმასპინძლეს. ახმეტელის თეატრის მსახიობებმა მოზარდებს სპექტაკლი – „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს. სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.