საშობაო ბაზრობა მოეწყო დმანისში.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარედ ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დღის ბოლოს კი მაყურებლის წინაშე სადღესასწაულო კონცერტით გიორგი მახარაშვილი, სალომე კორკოტაშვილი და ბენდი „შერეკილები“ წარდგნენ.