მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დაკითხეს.
კახა ბაინდურაშვილს იმ შეხვედრაზე მოუხდა საუბარი, რომელიც 2011 წელს მასა და ყოფილ პრეზიდენტს შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის გაზრდის საკითხზე გაიმართა. თუმცა ყოფილ მინისტრს შეხვედრის დეტალები დღეს აღარ დაუკონკრეტებია.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, რომელიც თავს უდანაშაულოდ აცხადებს.
ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.