მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ და ადვოკატმა მოინახულეს

მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ და ადვოკატმა მოინახულეს. მათი თქმით, საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებაა აღმოჩენილი, ხოლო რა დოზებით და როგორ, აღნიშნულზე ხვალ სპეციალისტი პროცესზე დეტალურად ისაუბრებს, ის ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრია.

რაც შეეხება ექსპერტიზას, დამატებით კვლევებს ისინი იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ სახელმწიფო მოიწვევს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს. ამ წუთებში კლინიკა „ვივამედში“ ეკა ხერხეულიძე იმყოფება.