სააკაშვილის საქმე - მთავრობის წევრების განცხადებები

მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო, თბილისში ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველი ერის დაცინვაა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის ამ დარგში ჯილდოს მიღება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოკლე კომენტარი გააკეთა  ჯანდაცვის მინისტრმაც.