სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ფოთის საკათედრო ტაძარში.
წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ტრადიციისამებრ, ლიტანიობისას სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი შეასრულეს. წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.