სააღდგომო ღვთისმსახურება კიევ-პეჩერის ლავრაში

პირველად 300 წლის განმავლობაში, კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა. ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა. კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთიმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა აღავლინეს. მათ წირვა ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ეკლესიაში ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრომ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, ლავრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა. უკრაინის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული ლავრის ტერიტორიიდან უკრაინის პრეზიდენტმა მიულოცა.