რუსთავის მერობის კანდიდატის განცხადება

„ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დეზინფორმაციას უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის შტაბში შეგროვებულია სურსათი, რომელიც ურიგდება ამომრჩეველს. ფოტოსურათი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მასზე „ქართული ოცნების“ ორი დროშის ფონზე მაგიდაზე დალაგებული პროდუქტი ჩანს. ფოტოს სხვადასხვა მომხმარებელი აზიარებს და „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.