რუსთავში მომხდარ აფეთქებას მუნიციპალიტეტის მერი ეხმაურება. ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი კერძო პირისა და კერძო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა.
პროცესთან მერიასა და მის სამსახურებს კავშირი არ ჰქონია.
ქალაქის მერი აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული პირების ბრალეულობას შესაბამისი უწყებები სწავლობენ.
რუსთავის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის ზიანის ანაზღაურებას გეგმავს. შეგახსენებთ, ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად მინები სამ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიმსხვრა.