რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა. შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს, თუმცა ვიდრე ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.