ამ დრომდე გაფიცულია რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების ნაწილი.
ისინი 50 %-ით ხელფასის მომატებას მოითხოვენ. წინააღდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას და საწარმოს მუშაობის პარალიზებას გეგმავენ. დღის განმავლობაში ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. გაფიცულებს შეხვდა ქვემო ქართლის გუბერნატორი.
დასაქმებულებს ამ დრომდე არ შეხვედრია საწარმოს ადმინისტრაცია.