ვითარება „რუსთავის აზოტში“

ამ დრომდე სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებს „რუსთავის აზოტი“. გაფიცული თანამშრომლების ნაწილი კომპანიის პირობებს დათანხმდა, თუმცა ნაწილი შემოთავაზებულ პირობებში გარკვეულ ჩასწორებებს ითხოვს. თანამშრომლების ნაწილი კვლავ საწარმოს შესასვლელთან რჩება. გუშინ, „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზება გაუკეთა, რომელსაც ხელს აწერს საწარმოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე. ეს არის პირველი შეთავაზება, რომელიც დოკუმენტის სახით ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზა. გაფიცულები ხელფასის 50-%-იან მატებას ითხოვდნენ. კომპანიის შეთავაზებაში კი საუბარია ხელფასების უფრო ნაკლები თანხით გაზრდაზე, თან დიფერენცირებული მიდგომით.

მოამბე