„რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა პროცესზე მოსარჩელე მხარემ დააყენა. მათი თქმით, საქმის მასალების გასაცნობად მეტი დრო სჭირდებათ. არხის მოქმედი მენეჯმენტი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს, რომლის დაბრუნებასაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.
მოამბე