რუსმა სამხედროებმა სოფელ წითელუბნის მკვიდრი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედება და საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება. რუსმა სამხედროებმა სოფელ წითელუბნის საძოვრებზე გუშინ მწყემსი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული დღეს მხოლოდ გამოსასყიდის ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოჯახმა 2000 რუსული რუბლი გადაიხადა. თემურ ხუხაშვილს სამართალდამცავები შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირიც გაიტაცეს, რომელიც გუშინვე გაათავისუფლეს.