საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ფლავიდან გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლა

18:21, 25.05.2018

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ფლავიდან გატაცებული ახალგაზრდა გაათავისუფლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 23 წლის გიორგი კეფაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა.

გათავისუფლებული ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.

გიორგი კეფაშვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ ფლავში საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს.

მსგავსი