რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11:01, 25.05.2018

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

სუს-ს ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

მსგავსი