რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.
სუს-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.