რუსეთისთვის მიმართვის გამო, “ნაცმოძრაობა„ პრემიერის გადადგომას ითხოვს
რუსეთისთვის მიმართვის გამო, პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ ნაციონლური მოძრაობის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარე, ლავროვის უწყების პასუხს არაპრაგმატულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული, კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება არ იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წერილს, ცინიკურს უწოდებენ ოპოზიციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად. განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ რაუნდზე მხარეები შეძლებენ მრავალწლიანი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.