რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 68 დრონი გაუშვა, საიდანაც 31 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ასევე გაუშვეს ოთხი რაკეტა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან, მათ შორის ისკანდერი. საჰაერო თავდაცვა ღამით კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში მუშაობდა. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ღამით რუსეთის სამი რეგიონის თავზე 13 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. კერძოდ, კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში. რაც შეეხება რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაციას, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინა გარკვეულ ხაზებს მაინც ინარჩუნებს.