რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს და მისი საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რუსეთი ასევე ზრდის შეიარაღების წარმოებასაც. ვლადიმერ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს. ამასთან, პუტინმა თქვა ისიც, რომ დასავლეთი უკრაინისთვის ისეთი რაოდენობის შეიარაღების გადაცემას ვერ შეძლებს, რაც რუსეთის ფრონტის ხაზზე დასამარცხებლად იქნება საჭირო. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აფეთქებაში ამერიკული სპეცსამსახურებიც დაადანაშაულა.